ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სარაგბო კლუბმა "ბათუმმა", მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში სტუმრად მშრალი ანგარიშით 29:0 დაამარცხა ქუთაისის „აია“.
"ბათუმმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა და საპრემიო ქულა მიიღო. შედეგად სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. გუნდი ამჟამად დიდი 10-ის გათამაშებაში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის" მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი აღიარეს.