2021 წლის 8 ოქტომბერი ბათუმისთვის მის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის დღედ იქცა - ზუსტად ერთი წლის წინ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შარშან ამ დროს, ნათელმა ბათუმმა შავები ჩაიცვა, შარშან ამ დროს, ქალი თუ კაცი, პოლიციელი, ჟურნალისტი, ინჟინერი თუ ეკონომისტი ერთ რამეზე ლოცულობდა, რომ ნანგრევებიდან ვინმე ცოცხალი ამოეყვანათ, მოსახლეობა მაშველებს ეხმარებოდა და მათი მძიმე საქმის გაადვილებას ცდილობდა.
დღეს, ტკივილს ვიხსენებთ, დღეს ვიგონებთ იმათ, ვისაც არ ვიცნობდით, მაგრამ სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩებიან