ბათუმში, ანგისის სასროლეთზე დასრულდა ტრადიციული 27-ე საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელშიც ექვსი ქვეყნის 60-ზე მეტი მშვილდოსანი მონაწილეობდა. შეჯიბრება ქალთა და ვაჟთა შორის გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს პარამშვილდოსნებმაც. საქართველო ტურნირზე 20 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ქალთა შორის სამივე სინჯის მედალი ქართველმა მშვილდოსნებმა მოიპოვეს.
ჩემპიონი თამთა ავერიანი გახდა, მეორეზე ლალი მწყერაშვილი გავიდა, საქართველოს ნაკრების ლიდერი ციკო ფუტკარაძე კი მესამე ადგილს დასჯერდა.
ვაჟთა შორის პირველ და მეორე ადგილზე ყაზახი სპორტსმენები გავიდნენ, ალექსანდრე მაჭავარიანი იყო მესამე .