მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

08 ოქტომბერი 2022, 10:45 647 ნახვა

ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებლად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში. ტურნირის პირველივე დღეს, პირველ ბრძოლაში დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი. მისი მეტოქე 19 წლის ისრაელის წარმომადგენელი იყო, რომელმაც ქართველს დამატებით დროში მოუგო.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონი იაპონელი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მეოთხედ მოიგო. დღეს ტაშკენტის ტატამზე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი  იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი