ზაპოროჟიეზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაშველები ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობენ.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე, დღეს დილით, კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ქალაქში განგაშია გამოცხადებული.