საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ტურნირი საქართველოში მიმდინარეობს.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგია იყო, რომელთანაც ჩვენმა გუნდმა ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა და 86:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ქართველებმა ჩეხეთის ნაკრები 76:0 დაამარცხეს. ფინალში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მოწინააღმდეგე პორტუგალია იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს სძლია. საჩემპიონო მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.