3-5 ოქტომბერს თბილისმა ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს უმასპინძლა. ტურნირში 12 წყვილი მონაწილეობას, ამათგან ორი წყვილი ბათუმის წარმომადგენელია.
პირველი ტურის გამარჯვებული ანა თვაურისა და ჯულიეტა სანაძის ბათუმური წყვილი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში წინა წლის ჩემპიონი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი 2:1 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ტურში, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება, საუკეთესო რვა გუნდი გადავიდა.