უკრაინის არმია განაგრძობს რუსი ოკუპანტების ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნას და ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას. უკრაინის დროშა რამდენიმე საათის წინ ხერსონის ოლქის 8 სოფელში აღმართეს.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ ქვეყნის სამხრეთში უკრაინულმა ძალებმა ორშაბათს სასტიკი ბრძოლების შედეგად მდინარე დნეპროს გასწვრივ რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს. ამ ინფორმაციას როგორც უკრაინული ასევე რუსული მხარეც ადასტურებს.
ქვეყნის აღმოსავლეთით კი, რუსეთის მთავარი ბასტიონის სტრატეგიული ქალაქ ლიმანის დაბრუნების შემდეგ, უკრაინული არმია აფართოებს კონტრშეტევას დონეცკის ჩრდილოეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალები დაჩქარებული წესით გაყავს.