დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, სანამ ამ ომს არ მოიგებს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ის ამბობს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება და ბრძოლის ველიდან ბოლო რუსულ ტანკს უკრაინული ტრაქტორი არ გამოიტანს. კლევერლის თქმით, აუცილებელია სტრატეგიული გამძლეობის შენარჩუნება საქმის ბოლომდე მისაყვანად.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის რუს კოლეგას მიმართა და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ან ყირიმის ანექსიას.