პრაღაში თურქეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება

05 ოქტომბერი 2022, 10:57 461 ნახვა

პრაღაში თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.  ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის განახლების შემდეგ.

თურქული მედიის თანახმად,  ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია.

ერდოღანი და ფაშინიანი შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე იმსჯელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში