სლოვაკეთის საჩოგბურთო ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ერთმანეთს ორი ქართველი მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე დაუპირისპირდა.
შეხვედრა 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ბოლქვაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მერვედფინალში რუს ეკატერინა კაზიონოვას დაუპირისპირდება.