დაჭრილი არასრულწლოვანი

18 იანვარი 2017, 00:00 2484 ნახვა

შემთხვევა თამარის დასახლებაში მოხდა. მაიაკოვსკისა და იუნკერთა ქუჩების კვეთაში. ადგილობრივები მომხდარზე არ საუბრობენ. ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით მოზარდი სავარაუდოდ ჩხუბის დროს დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი