რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა. სამართალდამცველებს ამის შესახებ მისმა ყოფილმა ქმარმა შეატყობინა.
როგორც იგორ ოვსიანიკოვმა განაცხადა, მისი ყოფილი მეუღლე 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარინა ოვსიანიკოვა ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა.
აგვისტოში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ საქმე რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის აღძრა.