რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით - მინისტრის განმარტება

03 ოქტომბერი 2022, 15:43 2538 ნახვა

მომდევნო წლიდან ასაკობრივი პენსია იზრდება-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.

მინისტრის თქმით, პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს.

„70 წელს გადაცილებულებს ეზრდებათ 65 ლარით და მათი პენსია იქნება 365 ლარი, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 35 ლარით მოემატებათ და იქნება 295 ლარი, პირველი ჯგუფის შშმ პირებს 65 ლარით ეზრდებათ და ექნებათ 340 ლარი, ხოლო მეორე და მესამე ჯგუფს 35 ლარით და ექნებათ 155 და 135 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში პენსიის 20%-იანი ზრდაა და საშუალოდ ექნებათ 440 ლარი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში