ქართველი სპორტსმენის ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა შუახევში.
ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 2005-07 წლებში დაბადებული ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. საიუბილეო სპორტულ ღონისძიებაში 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილებზე გასულებს მედლები, თასები და საჩუქრები გადაეცათ.