პოლონეთის ქალაქ კიელცეში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
ვიცე-ჩემპიონი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მიხეილ წიკლაური გახდა, ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, ბათუმელმა დავით მსხალაძემ მოიპოვა.
ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე აჭარიდან ერთდროულად სამი სპორტსმენი მონაწილეობდა.