ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

18 იანვარი 2017, 00:00 2323 ნახვა

ორი დღის წინ ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდას ჭრილობა ცივი იარაღით ზურგის არეში მიაყენეს. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას გადის. მედიკოსების ცნობით, 15 წლის მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ელენთის ამოკვეთა გახდა საჭირო. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი