ერთი სტუდენტის პროტესტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტი ითხოვს კაცმა, რომელიც სასწავლებლის შენობაში Z-ტი სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა სტუდენტებს საჯაროდ ბოდიში მოუხადოს.
არჩილ კვაჭაძე უცნობი კაცის იდენტიფიცირებისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს.
ბსუ-ს ფოიეში გადაღებული ახალგაზრდა კაცის, ფოტო მედიაში 27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც ჩანს რომ უცნობი პირი აკადემიურ სივრცეში Z სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდება.
ლათინურ ასო “Z”-ტი პუტინის ომის სიმბოლოა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პროპაგანდისთვის იყენებს .