საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.