სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატების წარსადგენი ვადა ამოიწურა. პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს უკვე მართავს კანდიდატების ნაწილი.
რაც შეეხება დეპუტატების პოზიციებს, ოპოზიციის ნაწილი გეგმავს არასამთავრობოების მიერ დასახელებულ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ კონსულტაციებს მას შემდეგ გამართავს, რაც საკანონმდებლო ორგანოში ყველა მსურველი დარეგისტრირდება.
გაიზრდება თუ არა ომბუდსმენობის მსურველთა რაოდენობა, ხვალ გახდება ცნობილი.