გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - (BAU), კარდიოლოგებთან და კარდიოქირურგებთან ერთად იმ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს "გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამის ფარგლებში დაფინანსდენენ.
გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დაიწყო გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გულის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 4 მოქალაქეს.
პროგრამა წელსაც გრძელდება, თითოეულ პაციენტზე გამოიყოფა 200 000 ლარი.
შეხვედრაზე კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა კარდიოქირურგმა მაჰირ ბალაქიშიევმა კლინიკის მაგალითზე წარმოადგინა პრეზენტაცია სამინისტროს პროგრამის შედეგებზე და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე.