ჯანდაცვის სამინისტრო: გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს, მედიკამენტებს, მომსახურებას და კვლევებს დაუფინანსებს

02 ივლისი 2025, 20:05 327 ნახვა
00:00
00:00

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე  პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ.

ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ -რეზონანსული კვლევები. 

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები უკვე შეიძინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი