ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელზეც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი იყო გატანილი, ახალი ბრალდებებით გამოვიდა. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ფარსს რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება ვუწოდოთ“ - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თავისი ხალხის დასაცავად, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ.