მსოფლიო თასზე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრები იასპარეზებს

28 სექტემბერი 2022, 10:16 458 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე იასპარეზებს. 2022 წლის სეზონის შემაჯამებელ გუნდურ შეჯიბრებას 10-11 დეკემბერს აიოვა სიტი უმასპინძლებს და ხალიჩაზე ქართველ ფალავნებსაც ვიხილავთ.

პრესტიჟული ტურნირის მონაწილეთა ვინაობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გუნდური შედეგებით გაირკვა.

კონკურენციაში მხოლოდ 6  ნაკრები ჩაერთვება, ევროპის ქვეყნებიდან კი მსოფლიოს თასზე ჭიდაობის უფლება მხოლოდ საქართველომ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი