დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მოხდა, რომლის ბიძგების სიმძლავრემ 5.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.