სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

27 სექტემბერი 2022, 14:28 514 ნახვა

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 29 წლის წინ ქალაქი, რომელსაც ქართველი მებრძოლები ერთი წელი იცავდნენ, დაეცა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს.

უთანასწორო ომის შედეგად, დაიღუპა 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.

სახელმწიფო უწყებებზე საქართველოს დროშები დაშვებულია, დილიდან გმირთა მემორიალებთან იკრიბებიან, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლები, ასევე  რიგითი მოქალაქეები. გაკეთდა ოფიციალური განცხადებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში