''აივანი''

17 იანვარი 2017, 00:00 3042 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიაში თეატრალური დასი დაარსდა. დასმა პირველი სპექტაკლის პრემიერა გუშინ გამართა. აკადემიის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლი ~აივანი~ წარადგინა, რომელზეც დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. დადგმა ოჯახურ ურთიერთობებს შეეხებოდა. პიესის ავტორი ოთარ ქათამაძე, რეჟისორი კი მარინა ბურდულია. სასწავლებლის დასი საზღვაო აკადემიის კურსანტის თორნიკე ქავთარაძის სახელს ატარებს. ის რამდენიმე თვის წინ სასწავლო პრაქტიკის დროს შორეულ ნაოსნობაში ტრაგიკულად დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი