რატომ გაჭიანურდა მეორე სკოლის რეაბილიტაცია და რატომ ჩაურიცხა დაუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად აჭარის განათლების სამინისტრომ კომპანიას თანხა სრულად? - ამ კითხვებით ანტიკორუფციული მოძრაობა აჭარის განათლების სამინისტროს მიმართავს.
‘’ანტიკორუფციული მოძრაობა’’ სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. ამბობენ, რომ სამინისტრომ კომპანიას, რომლესაც რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, ვადა 4 ჯერ გადაუვადა, ამასთან 483 ათასი ლარი უკვე ჩაურიცხა. დაუსრულებელი სამუშაოების გამო კი სასწავლო პროცესი ისევ ონლაინ რეჟიმშია.
აჭარის განათლების სამინისტროში აცახდებენ, რომ სწავლა ეტაპობრივად 3 ოქტომბრიდან განახლდება, რაც შეეხება კომპანიისთვის ვადების გახანგრძლივებას, ამას სამინისტრო არ ადასტურებს.