რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.