საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას დღეს სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგი ჩაკვეტაძე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემდეგ მოიგო და ამ დროისთვის 13 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის გურამ კაშიასთვის ეს მეასე მატჩი იქნება ეროვნულ ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ეროვნული ნაკრების ღირსება 100-100-ჯერ ლევან კობიაშვილმა და ჯაბა კანკავამ დაიცვეს.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.