უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს. სხდომის გამართვა უკრაინის ხელისუფლებამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარება დაიწყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გაერო-ს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომი მცდელობებისთვის.