რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების საპირწონედ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდაცვისთვის დამატებით ძალას ისინიც მარტივად მოიძიებენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ თავდაცვისთვის საჭირო გახდება დამატებითი ხალხი, მაშინ უკრაინაში მობილიზაცია მეორედ გავრცელდება, საუბარია დამატებით 5,5 მილიონ ადამიანზე.
გარდა ამისა, მობილიზაცია ჯერჯერობით არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ.