სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი ბათუმშია. ,,გულდესტან’’- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. პიესა თურქულ ტრადიციებზე მოგვითხრობს. 29 მოცეკვავისგან შემდგარ დასს, ქართველი ბალერინა და ბალერონი ჰყავს. თანამედროვე ბალეტის წარმოდგენას აკომპანიმენტს 5 კაციანი ბენდი გაუწევს. მაყურებლის წინაშე დასი ხელოვნების ცენტრში 7 საათზე წარსდგება.