მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი მებრძოლი მეოთხედფინალში გავიდა 

25 სექტემბერი 2022, 10:09 727 ნახვა

პოლონეთის ქალაქ კიელცეში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ლიცენზია მოპოვებულ სპორტსმენებს ეძლევათ.

კიელცეში საქართველოს ნაკრების ღირსებას ცხრა სპორტსმენი იცავდა, თუმცა მათი უმეტესობა ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.

ტურნირს ეროვნული ნაკრების მხოლოდ ორი წევრი შემორჩა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ბათუმელი დავით მსხალაძე და ეროვნული ნაკრების კაპიტანი მიხეილ წიკლაური, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ და მედლებისთვის ბრძოლას დღეს გააგრძელებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში