იტალიაში ქართველების ტრიუმფი გრძელდება 

24 სექტემბერი 2022, 10:18 719 ნახვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით აგრძელებს ასპარეზობა პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ტურნირის მეორე დღეს მეორე ოქროს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა. რაპირით ასპარეზობის ნახევარფინალში მან ფრანგი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:4 დაამარცხა, ფინალში კი ამერიკელს სძლია 15:10 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე წარმატებულად გამოვიდა ტურნირზე ნინა თიბილაშვილიც, ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგს 12:7 მოუგო  და შეჯიბრებაზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი