ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბათუმში კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 სექტემბერს მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა.
12-წლამდელ გოგონებში შესანიშნავად ითამაშა კესარია მგელაძემ, რომელმაც თეთრი ფიგურებით ყაზახ მოჭადრაკეს სძლია და 6.5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა.
ქართველ მოჭადრაკეს ნახევარი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანელი ხანიმ ისმაილოვა.