პურის ფასი

24 სექტემბერი 2022, 11:45 873 ნახვა

ქართულ ბაზარზე პური იაფდება - კომპანიების ნაწილმა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე ფასები 10 თეთრით უკვე შეამცირა. პურის ფასის კლება მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის საფასურის შემცირებამ გამოიწვია.

მომხმარებლებს უკვე მეორე დღეა საშუალება აქვთ პურის გარკვეული კატეგორია შედარებით იაფად შეიძინონ.

საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ფასმა ერთ ტონა ხორბალზე, 320 დოლარამდე დაიწია.

პურის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფქვილის ფასში კლების მიმართულებით 10 ლარიანი სხვაობა უკვე არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი