ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ ჩატარდება, რადგან რესპუბლიკაში ჯარში გაწვევის გეგმა 254%-ის გადაჭარბებით შესრულდა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. "სამხედრო ოპერაციაში“ ჩეჩნეთის 20 ათასმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა. რას გულისხმობდა "გეგმაში" მას არ დაუკონკრეტებია.
ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე ისაუბრა ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომლის გამართვაც 21 სექტემბერს გროზნოში ქალებმა სცადეს. კადიროვი ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილე 40-მდე ქალის ახლობლები უკვე უკრაინაში გაგზავნეს. ის ასევე დაიმუქრა, რომ ვინც აქციებში ჩაერთვება, მათ ქმრებსა და ყველა შვილს, "ფრონტის ხაზზე" გაგზავნის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, რასაც რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და დაკავებები მოჰყვა.