ჭადრაკი - მეგობრული შეხვედრა კადეტებში 

22 სექტემბერი 2022, 20:01 592 ნახვა

ბათუმში მიმდინარე კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 ტურის შემდეგ ერთდღიანი შესვენება გამოცხადდა.

უქმედ გამოცხადებული დღის მიუხედავად, დღეს საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ტარდება, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაა და რომელშიც მონაწილეობას 68 ქვეყნის სპორტსმენი ღებულობს.

საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში ტურნირს ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატს, ბათუმელი კესარია მგელაძე ლიდერობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში