რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ზემო ლარსის საზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უამრავი მსურველი მიაწყდა.
სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომანქანების გრძელი რიგია, ამიტომ მათ მცირე ჯგუფებად უშვებენ. ტრანსპორტმა იმატა რუსეთ-ფინეთის სასაზღვრო გადასასვლელებზეც. მიზეზად მოსკოვიდან ავიაბილეთების ფასების კატასტროფული გაძვირებაა.
სოციალურ მედიაში ვრცელდება რჩევები, თუ როგორ შეიძლება რუსეთის დატოვება, ერთ-ერთ საიტზე იმ ქვეყნების ჩამონათვალიც გამოქვეყნდა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ გამგზავრება.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოქალაქეების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს იმას, რასაც კრემლი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", თუმცა ივლისში გამოქვეყნებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ თანაბარია იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვისაც ბრძოლის შეჩერება ან გაგრძელება სურს.