აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია

22 სექტემბერი 2022, 14:46 566 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე, 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს.

სერვისების გაციფრულების და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში არაერთი სიახლეა დანერგილი, მათ შორის, ციფრული არქივი, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, ელექტრონული სისტემის აწყობა მუნიციპალიტეტებსა და კერძო ბანკებთან და სხვა თანამედროვე ციფრული სერვისები.

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ახალი კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ სააღსრულებო სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

კონფერენცია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი