უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

22 სექტემბერი 2022, 10:25 635 ნახვა

215 უკრაინელი,  რომელთა უმეტესობა მარიუპოლის დაცემის შემდეგ  ტყვედ ჩავარდა,  გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  გაცვლა,  რომელიც  თურქეთისა და საუდის არაბეთის დახმარებით მოხდა,  საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ინტენსიური ვაჭრობის საგანი იყო. 

ტყვეობიდან დახსნილთა შორისაა ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო, აზოვის ბატალიონის მეთაური და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.

ასევე გაათავისუფლეს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი. ეს სამი მეთაური მარიუპოლის ბუნკერებიდან და გვირაბებიდან კვირების განმავლობაში მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა საოკუპაციო ჯარს, სანამ  ისინი და აზოვის ბატალიონის  კიდევ ასობით მებრძოლი მაისში  რუსულ ძალებს  ჩაბარდებოდნენ

გარიგების თანახმად,   უკრაინამ 55 რუსი და აკრძალული პრორუსული პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი გაათავისუფლა, რომელსაც სახელმწიფო ღალატის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი