სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 327-ს შეადგენს-ასეთია ბოლო კვირის ოფიციალური მონაცემები. რეგიონში, პნევმონიით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირას გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა 20% შემცირდა. როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული შემთხვევების 80% ბათუმის, 20% კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებებში, რეგისტრირდება.