მსოფლიო ჩემპიონატს ხუთი ლიდერი ჰყავს

21 სექტემბერი 2022, 11:32 547 ნახვა

ბათუმში კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12-წლამდელ გოგონებში 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით სამი მონაწილე ლიდერობდა. მეხუთე ტურში მათი პარტიები ყაიმით დამთავრდა. ვიქტორია მერკულოვა კესარია მგელაძეს, ნაომი მაკლაკოვა კი გუპტა შუბჰის დაუზავდა. ახლა 12-წლამდელ გოგონებს ერთბაშად 5 ლიდერი ჰყავთ. საერთოდ კი, ჩემპიონატზე ხუთი ტურის შემდეგ სამივე ასაკში მხოლოდ 7 გოგონა და ვაჟი დარჩა უდანაკარგოდ. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ტური გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში