საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.