საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების, ოპოზიციონერი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების შეხვედრა დასრულდა. დისკუსია დახურულ კარს მიღმა შედგა. ევროპელი დეპუტატები ახლა უკვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. რაც შეეხება ოპოზიციასთან საუბრის დეტალებს, მათი ინფორმაციით, ისაუბრეს ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს მხარეებს ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში