მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი 2022, 11:58 621 ნახვა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა დასავლეთ მექსიკაში. დაღუპულია ერთი ადამიანი. იგი უნივერმაღის შენობის ნანგრევებში მოჰყვა. მიჩოაკანის შტატში, ეპიცენტრთან ახლოს, დაზიანდა რამდენიმე საავადმყოფო.  ერთ-ერთ საავადმყოფოში ფანჯრის ჩამოვარდნის შედეგად  დაშავდა ერთი ადამიანი. 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დღის პირველ საათზე მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრამდე თითქმის ორი წუთით ადრე სეისმური განგაშის ხმა გაისმა, რამაც მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლის საშუალება  მისცა. მოსახლეობის ნაწილი ვერ იჯერებს, რომ ეს იყო ნამდვილი მიწისძვრა იყო, რადგან მთავრობამ იმავე დღეს წინა მიწისძვრების წლისთავის აღსანიშნავად პრაქტიკული წვრთნების მიზნით სეისმური განგაში  გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი