აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით,სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის სურვილი გამოთქვეს. ნიუ-იორკში ორივე ქვეყნის დელეგაციასთან შეხვედრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. მან აშშ-ის მხრიდან დიპლომატიური ძალისხმევა გამოიჩინა შეტაკებების დასასრულებლად. გასულ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეტაკების დროს 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ორივე ქვეყნის მხრიდან გამოქვეყნებული ახალი მონაცემებია.