ბათუმში უკრაინის ჰუმანიტარული შტაბი ახალ მისამართზეა

20 სექტემბერი 2022, 11:54 598 ნახვა

ბათუმში უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების შტაბმა ადგილმდებარეობა შეიცვალა. დღეიდან მსურველს ჰუმანიტარული პროდუქტის გაცემა და მიღება მელიქიშვილის 25 ნომერში შეეძლებათ. თუმცა  ნებისმიერი სახის კონსულტაცია და სხვა სახის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება ფარნავაზ მეფის 46 ნომერში. ჰუმანიტარული შტაბის დამფუძნებლებმა დღეს 6 თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს.  მათი ინფორმაციით, 26 თებერვალიდან დღემდე უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა - 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი,  სხვა სახის დახმარება გაეწია ბათუმში მცხოვრებ  4 500 უკრაინელ ოჯახს, დროებითი საცხოვრებელი მიიღო  4 - 000 ზე მეტმა მოქალაქემ, უკრაინის 300-ზე მეტმა იპოვა სამუშაო. ამ დროისთვის 48 ოჯახი სხვადასხვა კერძო და საოჯახო სასტუმროებში, ასევე ბათუმში და აჭარის მასშტაბით მაცხოვრებლების კერძო ინიციატივით უფასოდ სარგებლობს ასობით უკრაინის მოქალაქე. შტაბი დახმარებას უწევს უკრაინიდან დევნილი მოსახლეობას საცხოვრისით, პროდუქტებით, მედიკამენტებით, ჩასაცმელით, იურიდიული, სამედიცინო და სხვა სახის კონსულტაციებით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში