ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება - ერდოღანი

20 სექტემბერი 2022, 10:22 834 ნახვა

ერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა "PBS News Hour"-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინისგან მიითვისა თებერვალში ქვეყანაში შეჭრის შემდეგ და უნდა იყოს თუ არა ეს საკითხი ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, ერდოღანმა უპასუხა: „არა, და უდავოდ არა“.

"როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ შეთანხმებაზე, ეს ამას გულისხმობს. თუ უკრაინაში დამყარდება მშვიდობა, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება, რომელზეც განხორციელდა ინტერვენცია, გახდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მოლოდინი. ეს არის, რაც სურთ. ბატონმა პუტინმა გარკევული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. მიწები, რომლებზეც განხორციელდა შეჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველანაირი ინტერვენცია გაუმართლებელია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

"უზბეკეთში ვესაუბრე ვლადიმირ პუტინს და გვქონდა დისკუსია ძალიან ბევრ საკითხზე. მას სურს, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, იმიტომ რომ მოვლენები ახლა საკმაოდ პრობლემატურად ვითარდება. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას 200 ტყვის გაცვლის შესახებ. ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ერდოღანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი